ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდა მწერლებისათვის
საქართველოს მწერალთა კავშირი, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თანადგომით აცხადებს ტრადიციულ კონურსს, რომელიც 17–დან 35 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდა მწერლებს გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ 4 მთავარი პრიზი: პოეზიაში – ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია; პროზაში – გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია; საუკეთესო თარგმანისათვის პოეზიაში (ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია) და პრიზი სტუდენტების მიერ პოეტური ან პროზაული ნაწარმოებების თარგმანისათვის. გამარჯვებული მიიღებს ერთწლიან სტიპენდიას, რომელიც საქართველოს ებრაელთა კავშირმა დააწესა. მონაწილეობის მსურველებმა ნაწარმოებები უნდა არაუგვიანეს 20 თებერვალს უნდა გამოგზავნონ.