საპატრიარქოს ხატმწერის ლაშა კინწურაშვილის გამოფენა 6 თებერვალს, საქართველოს ფოლკლორის

   სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის, ლაშა კინწურაშვილის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ლაშა კინწურაშვილი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაინტერესდა იკონოგრაფიით, ხატწერის ხელოვნებას სასულიერო აკადემიის ხატმწერთა სტუდიაში დაეუფლა. დღეს იგი საპატრიარქოს ხატმწერია და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ხატმწერთა საძმოს ერთ-ერთი დამაარსებელი. 1992-1995 წლებში ლაშა კინწურაშვილმა რამდენიმე ტაძარი, მათ შორის, დავით ხიდაშელთან ერთად მარტყოფის ღვთაების მონასტერში წმიდა გიორგის ბაზილიკა მოხატა. 1995-2001 წლებში იგი მოსკოვშია, სადაც წმიდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია მოხატა. 2001 წლიდან იკონოგრაფიულ საქმიანობას ისევ საქართველოში აგრძელებს. ამჟამად ლაშა კინწურაშვილი მლეთის წმიდა გიორგის ეკლესიას ხატავს. გამოფენა 28 თებერვალს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები