ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი რეფორმაა და ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მისი გამჭვირვალობაა

„ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება იმდენად მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომ აუცილებელია საზოგადოების ჯანსაღი კონტროლი ამ პროცესზე. ჩვენ გვაქვს უამრავი შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან – ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან, ბაზრის მონაწილეებთან და ამ პროცესში ერთ-ერთი მიღწევა რაც არის, ვფიქრობთ, ეს არის გამჭვირვალობა, რადგან ნებისმიერს შეუძლია, შევიდეს ბირჟის ვებ-გვერდზე, მონიშნოს შეხვედრა ენერგეტიკული ბირჟის მენეჯმენტის ნებისმიერ წარმომადგენელთან, ნებისმიერ დროს და მიიღოს პასუხი ნებისმიერ კითხვაზე. დაინტერესებული მხარეები ამ შესაძლებლობებს იყენებენ“, – ამის შესახებ ენერეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, კანონის შესაბამისად, განხორციელდა ბირჟის სავაჭრო წარმომადგენლების სერთიფიცირება, რასაც წინ უძღოდა თეორიული და პრაქტიკული სწავლებები, შესაბამისი მასალის მიცემა, აწყობილი სერტიფიკაციის გეგმა და ა.შ…
„უკვე გვყავს 25 სერტიფიცირებული სავაჭრო წარმომადგენელი და ესენი არ არიან მხოლოდ მოქმედი კომპანიები – ესენი არიან ასევე ადამიანები, რომლებიც მომავალში თავის თავს ხედავენ ამ სექტორში და ამ პროცესში. შემდეგი ასეთი სერტიფიცირება დაგეგმილია მაისის ბოლოს და უკვე სამოცი განაცხადი გვაქვს მიღებული. ამ ყველაფერს ვატარებთ სტანდარტების სრული დაცვით და დარწმუნებული ვარ, ბირჟის ამოქმედების გადადების შესახებ განცხადება რომ გაგვეკეთებინა, მაგალითად, წინა წელს, ამ ეტაპამდე ვერ მოვიდოდით“, – აღნიშნა ირინა მილორავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები