ნათია თურნავა – დმანისში დაპირისპირებაზე: მნიშვნელოვანია, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იყოს წარმოჩენილი, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება
“საკმაოდ სამწუხარო ფაქტი მოხდა დმანისში. ჩართულია შსს, მიმდინარეობს გამოძიება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იყოს წარმოჩენილი, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება.
„საკმაოდ სამწუხარო ფაქტი მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია. მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცით, რამდენიმე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკულად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იქნას წარმოჩენილი, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება”, – განაცხადა თურნავამ.
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში იმყოფება.
დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დღესაც მოხდა.