ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა

ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული იერიშის შედეგად 170-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 1200-ზე მეტი დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 174 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 47 ბავშვი და 29 ქალია. ამასთანავე, 1200-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო“,- ავრცელებს მედია.

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, აშრაფ ალ-კიდრას თქმით, მხოლოდ გასულ ღამეს ინტენსიური ორმხრივი იერიშის შედეგად დაიღუპა 19 პალესტინელი. მათგან ყველაზე პატარა 1 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 85 წლის. ასევე დაშავებულია 40 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები