კადიროვის სიტყვების ფონზე, რუსეთის მთავარ სინაგოგაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

მოსკოვის ებრაულ თემსა და ქალაქის მახლობლად მდებარე უმსხვილეს სინაგოგაში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული, რაც ისრაელში ვითარების გამწვავებით არის გამოწვეული.

ამის შესახებ 9tv.co.il რუსეთის მთავარი რაბინის, ბერლ ლაზარის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნული ასევე მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ისრაელისგან აღმოსავლეთ იერუსალიმში განვითრებული მოვლენების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

მისი აზრით, ისრაელის ხელისუფლებამ მოაწყო “პროვოკაცია ყველაზე ელეგანტური ფორმით”, რომლის მიზანი იყო მუსლიმების საპასუხო მოქმედება, რომელიც განიხილება კანონის დარღვევად.

კადიროვის განცხადებას კრემლში გამოეხმაურნენ. როგორც დიმიტრი პესკოვმა თქვა, მისი განცხადება არ ასახავს რუსეთის ოფიციალურ პოზიციას.
”თქვენ იცით, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური პოზიცია სახელმწიფოს მეთაურის მიერ ფორმირდება”, – აღნიშნა მან.

მედია ასევე წერს, რომ გერმანიის სინაგოგებშიც არის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები, კერძოდ, მიუნსტერში, სადაც დაცვა 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები