პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 09:00 საათიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები