„რესპუბლიკელი“ სენატორი, ჯიმ რიში ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება.
როგორც სენატორი ,,ტვიტერზე” წერს, მელიას გათავისუფლება 2021 წლის აპრილის ხელშეკრულებაში მოცემული ერთ-ერთი მთავარი დაპირების შესრულებაა.
„გამიხარდა იმის დანახვა, რომ ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ციხიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება 2021 წლის აპრილის ხელშეკრულებაში მოცემული ერთ-ერთი მთავარი დაპირების შესრულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის 18-თვიანი პოლიტიკური ჩიხის დასრულებას. ახლა, როდესაც ნიკა მელია გაათავისუფლეს, ველოდები, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ჯერ ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებაზე, დანაპირებს შეასრულებენ, ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, საქართველოს პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ და სხვა ხელმომწერებთან ერთად იმუშავებენ, რათა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ეს უსიამოვნო თავი დახურონ“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.