ინდოეთში ექიმები აცხადებენ, რომ სულ უფრო ხშირად აწყდებიან იშვიათ და აგრესიულ სოკოვან ინფექციას, რომელსაც მუკორმიკოზი ეწოდება.
ამის შესახებ BBC სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს.
მუკორმიკოზით დაინფიცირება შესაძლებელია სოკოს სპორების ინჰალაციით, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ნესტიან ოთახებსა და ზედაპირებზე, ნიადაგში, მცენარეებში, დამპალ ბოსტნეულსა და ხილში. ეს გავლენას ახდენს თავის ტვინსა და ფილტვებზე და შეუძლია, საფრთხეს წარმოადგენდეს დიაბეტით დაავადებული პირებისთვის ან მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანების სიცოცხლეზე, მაგალითად, კიბოთი დაავადებულთათვის ან აივ და შიდსით ინფიცირებულთათვის.
ინდოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სოკოვანი ინფექცია, რომლითაც გამოწვეულმა საერთო სიკვდილიანობამ შეიძლება, 50%-ს მიაღწიოს, სავარაუდოდ, გამოწვეულია სტეროიდების გამოყენებით, რომელსაც კორონავირუსის ინფექციის სამკურნალოდ იყენებენ. მათი აზრით, სტეროიდები ამცირებენ ფილტვებში COVID-19-ის ანთებას, მაგრამ ასევე ამცირებენ იმუნიტეტს და ამაღლებენ სისხლში შაქრის დონეს როგორც დიაბეტიან პაციენტებში, ასევე, არადიაბეტურ პირებში. ექსპერტებს მიიჩნიათ, რომ სწორედ სტეროიდები იწვევენ სოკოვანი ინფექციის შემთხვევების მატებას.
როგორც ადგილობრივი ექიმები აცხადებენ, მუკორმიკოზით ინფიცირების ამდენი შემთხვევა აქამდე არ ჰქონიათ. მათი თქმით, პანდემიის დროს ეს ნამდვილი კოშმარია, როდესაც კვირაში ორი-სამი ფაქტი ვლინდება.
როგორც მუმბაის ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, რენუკა ბრადუმ BBC-ის უთხრა, ინფექციის გამო ბევრმა პაციენტმა მხედველობა დაკარგა, რამდენიმე გარდაიცვალა.
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დიდი აფეთქება არ შეინიშნება. ამასთან, სოკოვანი ინფექცია გამოვლენილია მუმბაიში, ბანგალორში, ჰაიდარაბადში, დელისა და პუნაში.