გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: მესამე ტალღა შევაჩერეთ

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღის შეჩერება შეძლო.

ამის შესახებ მან ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

“გასული კვირის ტენდენცია დადასტურდა. ვფიქრობთ, მესამე ტალღა შეჩერებულია”, – თქვა მან და დასძინა, რომ ინფიცირებულთა ახალმა შემთხვევებმა იკლო, თუმცა, ისევ მაღალია, ამიტომ, მოქალაქეებმა სიფრთხილე კვლავ უნდა გამოიჩინონ.

მისივე თქმით, გერმანიის მოსახლეობის 31,5%-მა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო.

როგორც რობერტ კოხის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ლოტარ ვილერმა განაცხადა, კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი იკლებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები