დავით მათიკაშვილი – ლევან ვასაძეზე: თუ ვინმეს რაიმე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფერზე პასუხს არჩევნები გასცემს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მათიკაშვილის თქმით, არჩევნები წარმოადგენს საზომს იმისთვის, რომ გაიზომოს, თუ ვის უჭერს მხარს ქართველი ელექტორატი.
“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც სურვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისა, კანონმდებლობიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის დაკმაყოფილებული ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის. არჩევნები წარმოადგენს საზომს იმისთვის, რომ გაიზომოს, თუ ვის უჭერს მხარს ქართველი ელექტორატი, ასე რომ, თუკი ვინმეს რაიმე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფრის პასუხი იქნება არჩევნებზე გაცემული”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.