პუტინი – რუსულ ვაქცინებზე: სანდოა, როგორც კალაშნიკოვის ავტომატი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსული ვაქცინები ემყარება ისეთ პლატფორმებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც სწორედაც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა.
მისი თქმით, რუსული ვაქცინები ისეთივე სანდოა, როგორც კალაშნიკოვის ავტომატები.
”ჩვენი პრეპარატები ემყარება ტექნოლოგიებსა და პლატფორმებს, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ. ისინი ასევე ძალიან თანამედროვეა და, დღესდღეობით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ყველაზე საიმედო და უსაფრთხოა”, – თქვა მან და დასძინა, რომ “ისინი ისეთივე საიმედოა, როგორც კალაშნიკოვის ავტომატი. ეს ჩვენ არ გვითქვამს, ეს ერთ-ერთმა ევროპელმა ექსპერტმა თქვა. და მე ვფიქრობ, რომ ის ნამდვილად მართალია”.