ბლინკენი: “ჩრდილოეთ ნაკადი-2” უკრაინისთვის არის დამღუპველი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსული გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი-2”, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, უკრაინისთვის დამღუპველია.

​ამის შესახებ “ბიბისი უკრაინა” წერს.

”ის ხელს უწყობს რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ევროპის ინტერესებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით – არ იყოს დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში, რუსეთზე.  რა თქმა უნდა, ეს დამღუპველია უკრაინისთვის, პოლონეთისა და ევროპის სხვა სახელმწიფოებისთვის,” – თქვა ბლინკენმა.

“ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის პროექტი ითვალისწინებს გაზსადენის ორი მიმართულების მშენებლობასა და ფუნქციონირებას, რომელთა საერთო სიმძლავრე იქნება წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში.

გაზსადენის დამფუძნებელია რუსული “გაზპრომი”. პროექტს აფინანსებენ ევროპული კომპანიები – French Engie, ავსტრიული OMV, ბრიტანულ-ჰოლანდიური Shell, გერმანული Uniper და Wintershall.

“ჩრდილოეთ ნაკადი-2” 90% -ზე მეტით არის დასრულებული. უკრაინის გვერდის ავლით გაზსადენის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმებოდა, უკვე არსებულ “ჩრდილოეთ ნაკად-1”-თან ერთად. თუმცა შეერთებულმა შტატებმა გაზსადენის წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციები დააწესა და არაერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებსა და კერძო კომპანიებს, შეწყვიტონ მუშაობა მილსადენზე.

7 იანვარს გერმანიაში გაზსადენის მშენებლობის მხარდასაჭერად ფონდი დაფუძნდა. 18-მა კომპანიამ უკვე თქვა უარი გაზსადენის პროექტში მონაწილეობაზე ან აპირებენ ამის გაკეთებას სანქციების საშიშროების გამო.

6 თებერვალს “ჩრდილოეთ ნაკად-2″ში განაცხადეს, რომ მუშაობას აგრძელებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული გაზსადენს “ევროპის ქვეყნებისათვის ხაფანგი” უწოდა.

20 აპრილს კი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა დარჩეს ევროპაში რუსული გაზის მიწოდების სატრანზიტო ქვეყნად, მიუხედავად გერმანიის გადაწყვეტილებისა, დასრულდეს რუსული გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები