დიმიტრი კულება: ტრამპის პერიოდი უკრაინისთვის ურთულესი იყო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დრო უკრაინისთვის რთული იყო.

ამის შესახებ მან CNN-თან საუბარში თქვა.

“რთული დრო იყო და მაშინ ერთ რამეზე ვიყავით კონცენტრირებულები – შეერთებულ შტატებში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება მომხდარიყო”, – თქვა დიპლომატმა.

მისივე თქმით, უკრაინა მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას როგორც აშშ-ის დემოკრატებთან, ასევე, რესპუბლიკელებთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, რათა ორმხრივი ურთიერთობები მყარ ნიადაგზე იყოს დაფუძნებული.

2019 წელს უკრაინა აშშ-ის შიდა პოლიტიკაში სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა – მას შემდეგ, რაც ტრამპი დაადანაშაულეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ჯონ ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში საქმიანობის გამოძიების გამო, რამაც გამოიწვია დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პირველი მცდელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები