უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ მცოცავ ანექსიაზე საუბრობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან აზოვის ზღვის ანექსიაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ მან CNN-თან საუბარში თქვა.

“აზოვის ზღვა ამჟამად რუსეთისთვის ადვილი სამიზნეა. ყირიმის უკანონო ანექსიისა და ქერჩის სრუტეზე კონტროლის დამყარების შემდეგ, რუსეთს შეუძლია აზოვის ზღვის მცოცავი ანექსია და ის მუდმივად აძლიერებს იქ სამხედრო ყოფნას, ასევე, სავაჭრო გზებსაც ბლოკავს”, – თქვა მინისტრმა.

ასევე, მან ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პოტენციურ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ ეს სამიტი კიევის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.

კულებამ შეხვედრის შესახებ ბაიდენის წინადადებას ”დიპლომატიის შესანიშნავი მაგალითი” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს დროის გამოზოგვის შესაძლებლობად იქცა, რადგან შეხვედრის მოლოდინში, მაღალი ალბათობით, წესებს არ დაარღვევს.

“მესმის იმათი, ვინც შეშფოთებულია მომავალი შეხვედრით, ინფორმაციის ნაკლებობის გამო,” შეთქმულების თეორიებისა” და ღალატის მემკვიდრეობითი შიშის გამო. მაგრამ მე ამას სხვა პერსპექტივიდან ვხედავ – დიპლომატის პროფესიული თვალსაზრისით. და მე ვერ ვხედავ ვერაფერს, რაც შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის ინტერესებს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე”, – თქვა დიმიტრი კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები