ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს შესაძლოა, ბაქოში შეხვდნენ? – Politico ლიდერების სამიტის სავარაუდო ადგილებს ასახელებს

აშშ-ის ყოფილი ოფიციალური პირები და ექსპერტები აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლო ადგილებს ასახელებენ. კერძოდ, სამიტის გამართვის ადგილად დასახელებულია ჩეხეთი, ისლანდია, სლოვენია და შესაძლოა, აზერბაიჯანის დედაქალაქიც.

ამის შესახებ Politico წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის მრავალი ქვეყნის ლიდერებმა შესთავაზეს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს სამიტის მასპინძლობა. მათ შორისაა სამი ქვეყანა, რომელიც შეჩვეულია მსგავსი ღონისძიებების გამართვას: შვეიცარია, ფინეთი და ავსტრია. ეს ქვეყნები განიხილება, როგორც “ნეიტრალური” ადგილი ასეთი ღონისძიებებისთვის.

Politico-ს მიერ გამოკითხული ექსპერტების, ასევე, აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების აზრით, არ უნდა გამოირიცხოს ასევე რეიკიავიკი, პრაღა, ლუბლიანა და შესაძლოა, ბაქო. შეხვედრის პოტენციური ადგილების ჩამონათვალში რეიკიავიკს ასევე აშშ-ის რამდენიმე, ამჟამინდელი ოფიციალური პირი ასახელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ისლანდია გეოგრაფიული ნიშნით ყველაზე ბოლოს არის დასახელებული სავარაუდო ადგილად, მას მსგავსი სამიტების გამართვის გამოცდილება გააჩნია. 1986 წელს სწორედ ისლანდიის დედაქალაქში, რეიკიავიკში გაიმართა სსრკ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს შორის შეხვედრა.

”სამიტის ადგილად ბაქოს არჩევა არატრადიციული გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ იმის შანსები, რომ ბაიდენი აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩავა, მცირეა, სომხეთისა და სომხური წარმოშობის ამერიკელების სავარაუდო უარყოფითი რეაქციის გამო”, – წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები