გარდაცვალებისა და ინფიცირების მორიგი ანტირეკორდის ფონზე, ინდოეთს ამერიკელი დიპლომატები ტოვებენ

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 412 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ ქვეყანაში ინფიცირების 21,1 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი

ასევე, ქვეყანაში ვირუსს ერთ დღეში კიდევ 3980 პირი შეეწირა, ჯამურად, 230 168 გარდაცვლილია.

ამასთანავე, ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მაღალი. ინდოეთში 1,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნიდან დიპლომატების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

აპრილის ბოლოს დეპარტამენტმა სახელმწიფო მოხელეთა ოჯახების ევაკუირების ნებართვა გასცა, თუმცა, გუშინ კატეგორია გაფართოვდა.

აღინიშნება, რომ ამ ეტაპზე ინდოეთის დატოვება შეეძლებათ საელჩოებისა და საკონსულოების “არაძირითად თანამშრომლებს”. მათ ქვეყანა “კომერციული ტრანსპორტის ხელმისაწვდომი საშუალებებით უნდა დატოვონ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები