ინდოელი ექსპერტები ქვეყანაში გარდაუვალ მესამე ტალღას პროგნოზირებენ

ინდოეთის მთავრობის მთავარი მეცნიერ-მრჩევლის, ვიჯაი რაგჰავანის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა გარდაუვალია.

“გარდაუვალია მესამე ტალღა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მაღალია ვირუსის გავრცელება. მაგრამ გაურკვეველია, როდის მოხდება მესამე ფაზა. ახალი ტალღებისთვის უნდა მოვემზადოთ”, – თქვა მან.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების “განახლება” იქნება საჭირო, რომ ახალ შტამებთან გამკლავება მოხერხდეს.

“ვაქცინები ამჟამად არსებული შტამების წინააღმდეგ ეფექტურია. მსოფლიოში ვირუსის ახალი ვარიანტები გაჩნდება, ისევე როგორც ინდოეთში. თუმცა, შტამები, რომლებიც ზრდიან გადაცემას, მაღალი ალბათობით, პლატოზე გავლენ. მომავლში გაჩნდება ისეთები, რომლებიც ძლიერი იქნებიან იმუნურ პასუხზე, ისეთებიც, რომლებიც ამცირებენ ან ამძიმებენ დაავადების მიმდინარეობას”, – განმარტა ვიჯაი რაგჰავანმა.

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 412 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ ქვეყანაში ინფიცირების 21,1 მილიონზე მეტი  შემთხვევაა გამოვლენილი.

ასევე, ქვეყანაში ვირუსს ერთ დღეში კიდევ 3980 პირი შეეწირა, ჯამურად, 230 168 გარდაცვლილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები