მერკელმა თქვა, თუ რით დაკავდება კანცლერობის ვადის ამოწურვის შემდეგ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მას ჯერჯერობით არ აქვს დრო, იფიქროს იმ მომავალზე, რომელიც მას კანცლერობის ვადის ამოწურვის შემდეგ ელოდება. მისი თქმით, ამას გადადგომის შემდეგ გააკეთებს.

ამის შესახებ მან ნაცისტური ოკუპაციისგან ნიდერლანდების განთავისუფლების 76 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა.

“ამჟამად ჩემი სამუშაო, პანდემიის პირობებში, ჩემგან ბევრს მოითხოვს, ამიტომ, დრო არ მაქვს, ვიფიქრო იმაზე, რას გავაკეთებ. ამას მოუთმენლად ველოდები, მაგრამ ახლა სიამოვნებით ვასრულებ ჩემს საქმეს”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

მოდერატორის რეპლიკაზე, “ეს პასუხი ნიშნავს იმას, რომ პენსიაზე გასვლაზე საუბარი არ მიდის?” მერკელმა თქვა: ” ვნახოთ”.

ანგელა მერკელი კანცლერის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს. მას ადრე ჰქონდა ნათქვამი, რომ მისი ამჟამინდელი ვადა უკანასკნელია. უკვე სექტემბერში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომლის შედეგადაც შეიქმნება ახალი მთავრობა ახალი კანცლერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები