მალიში ფრანგი ჟურნალისტი გაიტაცეს
მალიში, ისლამისტების მიერ ფრანგი ჟურნალისტი, ოლივიე დიუბუა არის გატაცებული.
ამის შესახებ ინფორმაციას “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” გენერალური დირექტორმა, კრისტოფ დელუარმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთავნავე, Reuters-ს საფრანგეთის შსს-ში წყარომ ინფორმაცია დაუდასტურა და აღნიშნა, რომ უწყება ჟურნალისტის ოჯახს უკვე დაუკავშირდა და სწავლობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც დუბუა საკუთარ გატაცებაზე ყვება.
დუბუა 8 აპრილს მალის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ გაოში ტერორისტული ორგანიზაციის – “მუსლიმთა და ისლამის მხარდამჭერთა ჯგუფის” წევრების მიერ არის გატაცებული, რომელიც მჭიდრო კავშირშია “ალ-ქაიდასთან”.
იმ დღეს ჟურნალისტი, რომელიც ადგილზე რეპორტაჟზე მუშაობდა და მალის ამ “ძალიან სახიფათო მხარეს ძალიან კარგად იცნობდა”, ლანჩის შემდეგ სასტუმროში აღარ დაბრუნებულა.
“რეპორტიორები საზღვრების გარეშე”-მ დუბუას გაუჩინარების შესახებ 10 აპრილს შეიტყო, თუმცა, გადაწყვიტეს, არ გაეცხადებინათ ეს ინფორმაცია იმ იმედით, რომ მას მალე გაათავისუფლებდნენ.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებენ ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ და მალის ხელისუფლებას სთხოვს, „ყველაფერი გააკეთონ მისი გათავისუფლებისთვის“, ასევე, მხარი დაუჭირონ ჟურნალისტის ოჯახსა და ახლობლებს.