„შეიძლება, სხვა ბაზრიდან მოწოდებული წიწიბურა შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ თუ რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ფასი დაბალანსდება“ – გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, რუსეთი წიწიბურის წარმოებაში მონოპოლისტი არაა და მისი მხრიდან ექსპორტის დროებითი აკრძალვა პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორც ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეიძლება, სხვა ბაზრიდან მოწოდებული წიწიბურა შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ თუ ის რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ფასი დაბალანსდება.

„რუსეთს სხვა დროსაც ჩაუკეტავს გარკვეული პროდუქტების ექსპორტი, მაგრამ ყოველთვის ხდება ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლა. მაგალითად, ყაზახეთისა და უკრაინის ბაზარზე, ამიტომ, აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან რუსეთი არ არის მონოპოლისტი. მონოპოლისტი რომ იყოს და სხვას არ ჰქონდეს, პრობლემა იქნებოდა. წიწიბურას სხვაც აწარმოებს. შეიძლება, სხვა ბაზრიდან მოწოდებული შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ მოთხოვნა-მიწოდებაზეა მაინც ყველაფერი დამოკიდებული და თუ რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ეს მაინც დააბალანსებს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.
მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები