აშშ-ში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, არის მსხვერპლი

მისისიპის შტატის ქალაქ ხატისბერგში გვიან ღამით საცხოვრებელ სახლს მცირე ზომის თვითმფრინავი დაეცა.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის, რაიან მურას თქმით, კატასტროფას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

თუმცა, ამ დრომდე უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.

პოლიციის “ტვიტერ”-ის გვერდზე ნათქვამია, რომ უწყება ქვეყნის ფედერალურ საავიაციო სამმართველოს გამოძების მიზნით დაუკავშირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები