ირანში აცხადებენ, რომ საკუთარი ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს

ირანში განაცხადეს, რომ წარმატებით გამოსცადეს ადამიანებზე ადგილობრივი წარმოების, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – “ფაჰრა”.

პრეპარატის ტესტირებაში მოხალისედ მიიღო მონაწილეობა გასულ წელს მოკლული, ატომური ფიზიკის წამყვანი სპეციალისტის, მოჰსენ ფახრიზადეს ვაჟმა.

ინფორმაციას IRNA ავრცელებს.

პრეპარატის პირველი კლინიკური გამოკვლევა მარტში დაიწყო. ვაქცინა შემუშავებულია ირანის თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ კვლევით ცენტრში, რომელსაც ფახრიზადე ხელმძღვანელობდა. ვაქცინის სახელწოდებაც ფიზიკოსს უკავშირდება.

ირანმა შეიმუშავა რამდენიმე საკუთარი ვაქცინა.

აპრილის ბოლოს COV Iran Barakat-ის კვლევის მესამე (საბოლოო) ეტაპი დაიწყო.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული შტაბის სამეცნიერო კომიტეტის ხელმძღვანლის, დოქტორ მოსტაფა განეის თქმით, ეს ვაქცინა შესაძლოა, გამოსაყენებლად მაისში დამტკიცდეს, ხოლო სხვა პრეპარატები მოგვიანებით, 2-3 თვეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები