ინდოეთში სასამართლომ ჟანგბადის უკმარისობით პაციენტების გარდაცვალება გენოციდს შეადარა

ინდოეთის, ალაჰაბადის უმაღლესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კორონავირუსისგან პაციენტების გარდაცვალებაში დამნაშავე ხელისუფლებაა, რადგან მათ ვერ შეძლეს ჟანგბადის მიწოდება სამედიცინო დაწესებულებებში, რაც გენოციდის მდგავსია.

ამის შესახებ ტელეკომპანია NDTV იტყობინება.

უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ მიიღო დადგენილება, რომ უნდა დაიწყოს სასამართლო განხილვა საავადმყოფოებში ჟანგბადის უკმარისობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ზრდის გამო.

”საავადმყოფოებში კორონავირუსით დაავადებულთა გარდაცვალება ჟანგბადის უკმარისობის გამო, არის დანაშაულებრივი ქმედება, არანაკლები, ვიდრე გენოციდია, იმათი მხრიდან, ვისაც ევალებათ ჟანგბადის უწყვეტი შეძენა და მიწოდება. როგორ შეიძლება, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ სიკვდილის უფლება ასეთი გზით, როდესაც მეცნიერება იმდენად არის წინ წასული, რომ დღეს კეთდება ოპერაციები ტვინზე და გულის ტრანსპლანტაციებს აკეთებენ?” – დაადგინეს ალაჰაბადის მოსამართლეებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები