შვეიცარია მოწყალების მთხოვნელებს გადაუხდის თანხას, რათა მათ ქვეყანა სამუდამოდ დატოვონ

შვეიცარიის ბაზელ-შტატის კანტონის მთავრობა მაწანწალებსა და მოწყალების მთხოვნელებს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში წასასვლელ ბილეთს უყიდის, თუ ისინი უკან, ქვეყანაში არასდროს დაბრუნდებიან.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა – 20 Minuten -ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კანტონის ხელისუფლება მზად არის, ადამიანები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება მოუნდებათ, უზრუნველყოს მატარებლის ან ავია ბილეთით, აგრეთვე, მისცეს 20 შვეიცარიული ფრანკი. ამის სანაცვლოდ, ადამიანმა ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ შვეიცარიაში აღარ დაბრუნდება “მინიმუმ, გარკვეული დროით”.

ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაუყოვნებლივ დეპორტაციას.

აღინიშნება, რომ ამ შეთავაზებით უკვე ისარგებლა 31-მა ადამიანმა, მათ შორის, 14 რუმინეთიდან, 7 ბელგიიდან, 7 გერმანიიდან, 2 იტალიიდან და ერთი საფრანგეთიდან.

ამავე დროს, რუმინეთის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება თვითმფრინავით მოისურვეს. ბაზელ-შტატის ხელისუფლებამ მათ Wizzair- ის თვითმფრინავზე შეუძინა ბილეთი 60 ფრანკად.

ასევე, გაზეთი აღნიშნავს, რომ იყო პრეცედენტი, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ გამოცხადდა ბილეთის ასაღებად, ოღონდ – სხვა პირადობის მოწმობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები