თურქეთში კორონავირუსული ზომები მკაცრდება

თურქეთის მთავრობა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 მაისიდან შემზღუდავ ზომებს ამკაცრებს.

ინფორმაციას ქვეყნის შსს ავრცელებს.

განახლებული განკარგულების თანახმად, მაღაზიებში აიკრძალება ყველა საქონლის გაყიდვა, რომელიც არ მიეკუთვნება პირველადი აუცილებლობის პროდუქტების სიას.

ამრიგად, ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას დაემატა ელექტრონიკის, სათამაშოების, საკანცელარიო საქონლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ტექსტილის, ავტომობილის აქსესუარებისა და სხვა საქონლის გაყიდვა.

ამასთანავე, 7 მაისიდან, სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების გარდა, მაღაზიებში ხელმისაწვდომი იქნება ცხოველთა კვება და კოსმეტიკა (სუნამოებისა და მაკიაჟის საშუალებების გარდა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები