4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული

4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული. საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.

მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება: პირველადი ჯანდაცვისა და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე, ფარმაცევტულ საქმიანობაზე, სურსათის დისტრიბუციასა და რეალიზაციაზე, საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებზე, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანაზე. ასევე სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურებაზე, საფოსტო და საკურიერო მომსახურებაზე; სამაშველო საქმიანობაზე; დაკრძალვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

უქმე დღეებში საქართველოს მასშტაბით არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები