ფინანსთა მინისტრმა და სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა.

ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე -სუბირ ლალი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი – მერსედეს ვერა მარტინი, IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში – სელიმ ჩაქერი. შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალი ხელმძღვანლის რანგში დაესწრო ჯეიმს ჯონი. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის უაღრესად ნაყოფიერი და თანამშრომლობითი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია.
ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებს შორის დასახელდა COVID-19-ის პანდემიის დაძლევა, ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა და, გამოწვევების მიუხედავად, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელსა და მის გუნდთან გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები