გიორგი ხოჯევანიშვილი: გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლაა
გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ყოფილი პრემიერის გუნდის წევრების მიმართ ზეწოლა ხორციელდება.
მისივე თქმით, მსგავსი მეთოდები წარსულს ჩაბარდა და სიკეთისმომტანი არ არის.
“მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხსა და იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეებისა და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია “ქართულმა ოცნებამ”, არ მუშაობს.
მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ვერ მოგიტანთ”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.