ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია: პეტრე ცაავას ჰკითხეთ, რა უნდათ ჩემგან

ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია უარყოფს ბრალდებას, რომ სალხინოს მონასტერთან დაკავშირებით ბიზნესინტერესები აქვს.

“მეუფე პეტრეს ჰკითხეთ, საერთოდ, რა უნდათ ჩემგან?! რაც არის, ყველაფერი ჩემი შეწირულია, ესე უთხარით იმას, ვინც მე ამას მაბრალებს. ეს საქართველოს ერთ-ერთი დიდი საგანძურია, როგორ შეძლება ეს მე მინდოდეს?! ალბათ, ამას მხოლოდ და მხოლოდ ისინი ავრცელებენ, ვისაც უნდა, რომ ამას დაეპატრონონ ან უნდოდათ, ყოველ შემთხვევაში. პატარა სათამაშო თოჯინა გინახავთ ბავშვობაში?! უკან რომ აქვს გასაღები, ისე მართავენ ამ საცოდავებს და უფსკრულში გადაჩეხავს ის ამათ”, – განაცხადა ბიზნესმენმა კლიმენტი კეკუტიამ.

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები