რატი იონათამიშვილი: ის ადამიანები, ვინც შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა ამ შეთანხმების განხორციელების გზებს ესხმიან თავს
“ის ადამიანები, ვინც შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა ამ შეთანხმების განხორციელების გზებს ესხმიან თავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან შეფასებულია, როგორც ყველაზე სამართლიანი ვერსია.
„ის ადამიანები, ვინც შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა ამ შეთანხმების განხორციელების გზებს ესხმიან თავს. ეს ნიშნავს ზუსტად იმ დამოკიდებულებას, რომელიც ამ ჯგუფებს თავიდანვე ჰქონდათ მოლაპარაკების პროცესისადმი. უნდა აღინიშნოს, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან შეფასებულია, როგორც ყველაზე სამართლიანი ვერსია. აქედან გამომდინარე ისინი სინამდვილეში ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და ევროკავშირს უპირისპირდებიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.