ინდონეზიაში დაკარგულ წყალქვეშა გემზე ჟანგბადი დამთავრდა

ინდონეზიის საზღვაო ძალების წყალქვეშა გემზე KRI Nanggala-402 შესაძლოა ჟანგბადის მარაგი დამთავრდა, რომელიც სამ დღეზე იყო გათვალისწინებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Channel News Asia ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ახლა მთლიანი ყურადღება გადატანილია დაზიანებული გემის წყლიდან ამოყვანაზე.

მაშველებმა დააფიქსირეს ელექტრომაგნიტური გამოსხივება 50-100 მეტრის სიღრმეზე, რისი წყაროც შესაძლოა დაკარგული წყალქვეშა გემი იყოს.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს ინდონეზიაში წყალქვეშა გემის დაკარგვის შესახებ გახდა ცნობილი. ეკიპაჟი, რომელიც 53 ადამიანისგან შედგება კავშირზე აღარ გამოსულა. მოგვიანებით სამძებრო სამუშაოების შედეგად ნავთობის დაღვრის კვალი იქნა აღმოჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები