საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას.

დავით ზალკალინმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ კოლეგას უკრაინის საზღვარსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების, ისევე როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა დმიტრო კულებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციისა და მხარდაჭერის მიზნით კოორდინებული საქმიანობის, ისევე როგორც ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის წარმატებისთვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების საკითხები. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების მოსამზადებელ საკითხებზე, რათა ორივე მიმართულებით ასახული იქნას საქარათველოსა და უკრაინის ინტერესები. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობასა და მისი განვითარების პოტენციალს.
აღნიშნეს დაგეგმილი და სამომავლო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა და მიესალმნენ ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე არსებული კავშირების მაღალ დინამიკას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები