ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნებისმიერ დროს შეხვდეს.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში ნებისმიერ დროს მიიღოს.

„თუ მას ურთიერთობების აღდგენა სურს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები