“ევროკავშირმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, დანაშაულის ეფექტური გამოძიების მიზნით, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღჭურვილობა დაეხმარება სამინისტროს, უმაღლესი სტანდარტებით და უმოკლეს ვადებში დაადგინოს როგორც ნარკოტიკული, ისევე – ასაფეთქებელი საშუალებების კვალი, განახორციელოს ხანძრების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება და გარემოს ზედამხედველობა და ანალიზი.
ეს არის ევროკავშირის იმ დიდი მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას ემსახურება.