დავით ზალკალიანი სამმხრივ მინისტერიალში – რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთი მონაწილეობას მიიღებს

2021 წლის 22-24 აპრილს საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა, სადაც ის, თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნება რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამასთან, საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას. ვიზიტს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება. “მოხარული ვარ, რომ მივემგზავრები რუმინეთში, რათა ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრი კულებასთან ერთად მონაწილეობა მივიღო რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში და განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ქვეყნის შიდა და რეგიონული უსაფრთხოება. მადლიერი ვარ ჩემი კოლეგებისა ამ შესაძლებლობისთვის,” – წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები