კარგი ნაბიჯები გადაიდგა კრიზისიდან გამოსასვლელად – იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ უმრავლესობა შეუერთდება და არა მხოლოდ ერთი მათგანი – ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ უმრავლესობა შეუერთდება შეთანხმებას.

როგორც მან „ლელოს“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ყველაფერი იქნება დამოკიდებული შემდგომ კვირებზე, თუ როგორ შესრულდება პირველი ნაბიჯები, ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებით.

„მე ვფიქრობ, რომ კარგი ნაბიჯები გადაიდგა კრიზისიდან გამოსასვლელად. იმედი მაქვს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანაც“ უმრავლესობა შეუერთდება მას და არა მხოლოდ ერთი მათგანი, როგორც იცით, სალომე სამადაშვილმა მოაწერა ხელი. ყველაფერი ბევრად იქნება დამოკიდებული შემდგომ კვირებზე, თუ როგორ შესრულდება პირველი ნაბიჯები მელიას გამოშვებით ციხიდან. იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში ეს შესრულდება. შემდგომ კი დარწმუნებული, ვარ, რომ ოპოზიციაც თავის მხრივ შეასრულებს მის პასუხისმგებლობას, რათა საქართველომ იფუნქციონიროს, როგორც საპარლამენტო დემოკრატიამ და ისინი შეუერთდებიან პარლამენტს და ასევე ბევრი საჭირო გადაწყვეტილებები იქნება მისაღები პარლამენტში. ეს არის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები