“არავის მათხოვრები ჩვენ არა ვართ!” – ანზორ მელია შვილისთვის გირაოს გადახდაზე

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ანზორ მელია ეხმაურება.

ოპოზიციონერი ლიდერის მამა ამბობს, რომ იგი მზად არის, ქონება გაყიდოს და ამ გზით გადაიხადოს შეფარდებული გირაოს თანხა, თუმცა, ამას თავად ნიკა მელია უკრძალავს.

„ეს არის თავზე ლაფის დასხმა, სულ გავყიდი ყველაფერს კაპიკებად და იმ 11 ათას ევროს გადავიხდი, მაგრამ ნიკამ ამიკრძალა და მე ჩემს შვილს ვეთანხმები. არავის მათხოვრები ჩვენ არა ვართ.

რატომ უნდა გადაიხადონ, ამიხსნან. ხომ იყო ახლა სასამართლო, რა გირაოზეა საუბარი, გირაო მოხსნილია და კიდევ იძახიან და ამართლებენ, ვინ არიან ეს უნამუსოები.

ახალი პარლამენტარები რომ გამოდიან, რა გაუკეთებიათ, ნიკას კაცობის მეათასედი რომ არ აქვთ. შვილებს თვალებში ვერ უყურებენ. სავარძელია მთავარი?“, – ამბობს ანზორ მელია.

შეგახსნებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

მელია 23 თებერვალს სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

წყარო : primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები