აშშ-ის საელჩო: ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან უფრო თავისუფალი და წარმატებული სამყაროს მხარდასაჭერად

საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დასრულებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება.

“ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იწვრთნებიან და იბრძვიან უფრო თავისუფალი და წარმატებული სამყაროს მხარდასაჭერად.

ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა – ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები