“მისასალმებელია, რომ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნდა დებატები; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დებატები იმართება ისეთ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის ევროინტეგრაცია” – ვატო შაქარიშვილი

“მისასალმებელია, რომ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნდა დებატები”, – ამის შესახებ პარტია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს “რუსთავი ორის” ეთერში დებატები იმართება ისეთ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის ევროინტეგრაცია.

“სამწუხაროდ, ამ თემაზე არავითარი საგნობრივი მსჯელობა არასდროს გამართულა საქართველოში.

გვექნება კითხვები ხელისუფლებასთან, არის თუ არა მზად, აიღოს პასუხისმგებლობა იმ საფრთხეებსა და რისკებზე, რაც მოაქვს ევროილუზიაში ყოფნას”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს “რუსთავი-2 -ზე” გაიმართება დებატები თემაზე – ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები