ეპშტეინთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, აშშ-ის სკოლებში ფოტოგადაღება შეჩერდა

აშშ–ში, რამდენიმე სკოლამ კლასის ფოტოების გადაღების დღე მას შემდეგ გააუქმა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფოტოგრაფიული კომპანია Lifetouch-ი ჯეფრი ეპშტეინთან იყო დაკავშირებული.

Lifetouch–მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ინფორმაცია მცდარია და კომპანიის საქმიანობას ეპშტეინთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ასევე აღნიშნეს, რომ მოსწავლეების ფოტოები არავისთვის გაუზიარებიათ და უსაფრთხოების ნებისმიერი შეშფოთება უსაფუძვლოა.

კერძოდ კი, შეშფოთება გამოიწვია ფაქტმა, რომ Lifetouch–ის ინვესტორი ადრე “აპოლო” (Apollo Global Management) იყო. “აპოლოს“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კი მილიარდერი ინვესტორი, ლეონ ბლეკია, რომელიც რეგულარულად ხვდებოდა ეპშტეინს და ფინანსურ საკითხებში მისგან რჩევებს იღებდა.

„Lifetouch-ის არცერთ აღმასრულებელს არასდროს ჰქონია რაიმე ურთიერთობა ან კონტაქტი ეპშტეინთან და ჩვენ არასდროს გაგვიზიარებია სტუდენტების ფოტოები მესამე მხარესთან, მათ შორის Apollo-სთან“, – ნათქვამია Lifetouch-ის პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია მოუწოდებს საზოგადოებას, ინფორმაციის გავრცელებამდე წყაროები გადაამოწმონ, რათა დეზინფორმაცია თავიდან იქნას აცილებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები