გიორგი კახიანი: ევროკომისია ერთის მხრივ გვეუბნება, რომ საქართველო დემოკრატიული სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ხვალ რომელიმე ევრობიუროკრატი გამოვიდეს და გაგვაკრიტიკოს დემოკრატიული უკუსვლის გამო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსს ეხმაურება, სადაც სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
„თავად ევროკომისია ერთის მხრივ გვეუბნება, რომ საქართველო დემოკრატიული სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ისეთი მოცემულობა მივიღოთ, რომ ხვალ რომელიმე ევრობიუროკრატი გამოვიდეს და გაგვაკრიტიკოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს სხვადასხვა გარემოებაზე მეტყველებს. ერთი, რომ მცდელობა აქვთ პოლიტიკური ზეწოლა და გავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე, რადიკალურ ჯგუფებს დამატებითი მუხტი შემატონ და ა.შ“, – აღნიშნა კახიანმა.