ქადაგიშვილი – ბაჩო ახალაიაზე: იცის, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და სურს, ჩავარდნილი სპეცოპერაციის შემდეგ, რაღაცნაირად გმირის მანტია მოისხას რევოლუციის მომხრე შიდა თუ გარე აქტორების წინაშე

“ახალაიას განცხადება იმ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, რაც მას და მის მესვეურებს უნდოდათ, 4 ოქტომბერს განეხორციელებინათ – პირდაპირი მტკიცებულებაა დანაშაულის ორგანიზატორის მხრიდან, რას აპირებდნენ და რა გეგმები ჰქონდათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: „ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.

„ეგონა, თავს დაიძვრენდა. ალბათ, დღეს იცის, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ამიტომ, სურს, ჩავარდნილი სპეცოპერაციის შემდეგ რაღაცნაირად გმირის მანტია მოისხას რევოლუციის მომხრე შიდა თუ გარე აქტორების წინაშე. შეიძლება, შურისძიებაც ამოძრავებს იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვისაც მისთვის მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინა და არ გამოუცხადეს. ეს კიდევ ერთხელ ნასროლი ქვაა მათი ბოსტანის მიმართულებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები