”პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების დღეს სხვა საკითხები არ განიხილება” – შალვა პაპუაშვილი
”პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების დღეს სხვა საკითხები არ განიხილება. ამიტომ, ხვალ ერთადერთი საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება იქნება, ოთხშაბათს კი ორი ინტერპელაცია გვექნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ხვალ ინტერპელაციის წესით შეკითხვებს ჯერ პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე უპასუხებს.
“ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მას შეკითხვით მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმართა. ამის შემდეგ კი, რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის ინტერპელაცია იქნება, რომელსაც შეკითხვით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მიმართა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, 17 თებერვალს
საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ ყაველაშვილი მოხსენებით წარდგება.