მესტიასა და ცაგერში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მესტიასა და ცაგერში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში უნდა მოეწყოს საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.

სამუშაოების საერთო ვადა 12 თვით განისაზღვრება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები