მარინა კალიურანდი: ოპოზიციამ უნდა იმუშაოს პარლამენტში ისე, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ისურვა, როდესაც პოლიტიკოსებს მანდატები მისცა ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების დროს
“ოპოზიციამ უნდა იმუშაოს პარლამენტში ისე, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ისურვა, როდესაც პოლიტიკოსებს მანდატები მისცა ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების დროს”, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინვებინარზე განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში უმაღლეს დონეზე იყო ჩართული.
„ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და უნდა საუბრობდეს ხმამაღლა. ოპოზიციამ უნდა იმუშაოს პარლამენტში ისე, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ისურვა, როდესაც პოლიტიკოსებს მანდატები მისცა ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების დროს. ვერ ვიტყოდი, რომ უკვე ყველაფერი კარგადაა, თუმცა, ვიტყვი, რომ საქართველო დაბრუნდა იქ, სადაც იმყოფებოდა პოლიტიკურ კრიზისამდე. ახლა საქართველოს შეუძლია ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე მუშაობა. მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა იმ გზას დაუბრუნდება, რომელზეც ვიდექით და ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება ამ თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კალიურანდმა.
წყარო: 1TV.GE