სალომე სამადაშვილი: იმედია, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ „ნაცმოძრაობაც“ ჩამოყალიბდება და პარლამენტი სრულად დაკომპლექტდება
“იმედია, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ „ნაცმოძრაობაც“ ჩამოყალიბდება და პარლამენტი სრულად დაკომპლექტდება”, –ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო პროცესში თანამონაწილეობა მომავალ კვირაში დაიწყება.
„ჩვენი პოზიცია არის შემდგომი, რომ მხოლოდ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ სრულყოფილად საპარლამენტო მუშაობაში ჩართვასა და საქმიანობაზე. ამიტომ, ამ ეტაპზე, ჩვენი თანამონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში მიმდინარეობს და დაიწყება მომავალ კვირაში, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. როდესაც კანონპროექტი მიღებული იქნება, ამის შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, ეს მალევე მოხდება, ნიკა მელია გათავისუფლდება და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობაც“ შესაბამისად ჩამოყალიბდება საკუთარ პოზიციაზე და პარლამენტი იქნება სრულად დაკომპლექტებული“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.