მიხეილ სარჯველაძე – ნიკა მელიაზე: ამნისტია პატიების ერთგვარი ჟესტია
,,ამინისტია, როგორც მექანიზმი, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ეს არის ერთგვარი ჟესტი პატიებისა“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის დებულებები, რომლებიც განსაზღვრულია შეთანხმებით.
,,კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ გავრცელდება და როგორი იქნება სხვადასხვა პირთა მხრიდან აღქმა, ეს, მე ვფიქრობ, მეორეხარისხოვანია – მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის დებულებები, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.