დავით ზალკალიანი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია წარმატებით დასრულდა, ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადია

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია წარმატებით დასრულდა, ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადია”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ევროპული მიმართულებით ძალიან თამამი ნაბიჯების გადადგმაზე.

„მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და საბოლოოდ წარმატებით დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია. ამიერიდან, მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთლიანად ხელისუფლება ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოგვარებაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი არის შეუქცევადი. მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ევროპული მიმართულებით ძალიან თამამი ნაბიჯების გადადგმაზე – იმაზე, რომ საქართველომ შეასრულოს ის მნიშვნელოვანი, ამბიციური გადაწყვეტილება, რაც 2024 წელს გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას უკავშირდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველო დღეს დილით დატოვა. შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები