კელი დეგნანი: ეს შეთანხმება არის ძალიან შთამაგონებელი მაგალითი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ტრანსატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით

“მისწრაფება, რომ საქართველო გახდეს ტრანსატლანტიკური ევროპული ოჯახის ნაწილი, გულისხმობს პოლიტიკურ სიმამაცეს, რათა მიღწეულიყო ეს შეთანხმება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას იმსახურებს.

„ეს არის ძალიან შთამაგონებელი მაგალითი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ტრანსატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ეს მისწრაფება, რომ საქართველო გახდეს ტრანსატლანტიკური ევროპული ოჯახის ნაწილი გულისხმობს პოლიტიკურ სიმამაცეს, რათა მიღწეულიყო ეს შეთანხმება. ასევე, მნიშვნელოვანია, ამ ხელშეკრულების შესრულება. ჩემი აზრით, ეს ქვეყანა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, რათა დაიწყოს მუშაობა და მოაგვაროს სერიოზული გამოწვევები. ასეთი პროგრესი ამარტივებს ამერიკისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები